2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები

2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები

ხმაურიანი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებების გარეშე არც 2016 წელს ჩაუვლია. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას დაშორება შეიძლება წლის სენსაციადაც ჩავთვალოთ, რადგან წყვილი მუდმივად ღიად გამოხატავდა ერთმანეთისადმი განსაკუთრებულ გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კოდუას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან მოუწია წასვლა.

"ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.

ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება", - განაცხადა მათი დაშორების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია ერეკლე კოდუას ახალი შეყვარებულის შესახებ. სავარაუდოდ, უკრაინული წარმოშობის ლამაზმანი კატიკა დიდა გახდა ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას დაშორების მიზეზი. ყოფილ მეუღლეებს საერთო ვაჟი ჰყავთ.

საზოგადოებისთვის ასევე მოულოდნელი იყო გიგი უგულავას და ლელა კილაძის დაშორების ამბავიც, საქმე ისაა, რომ გისოსებმიღმა აღმოჩენილ თბილისის ყოფილ მერს, მეუღლე თავდაპირველად გვერდით ედგა და იცავდა, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გიგი უგულავას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ.

ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს", - ეწერა გიგი უგულავას პოსტში. უგულავას და კილაძეს საერთო ვაჟი, ალექსანდრე ჰყავთ.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს რომანი ჰქონდათ, ეს უკანასკნელი მანამდე მსახიობ მეუღლეს ნუცა კუხიანიძეს დაშორდა, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - კატო ჰყავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი