რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოავარიის დროს გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალბატონი მცირეწლოვან შვილთან ერთად, დასთან იყო სტუმრად და სიძეს, ისინი სახლში საკუთარი BMW- ის მარკის ავტომობილით მიჰყავდა, რა დროსაც შარტავას გამზირზე ავტოავარიაში მოყვნენ.
ავარიის დროს ერთმანეთს BMW-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოავარიის დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ქალბატონი და ორი ბავში.
სამივე მათგანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ექიმების განცხადებით, სამივეს მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 276- მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს . (შემზარავი ავარიის კადრები)
ასევე წაიკითხეთ: რა მდგომარეობაში არიან რუსთავში, საზარელ ავარიას გადარჩენილი ადამიანები- ექიმის კომენტარი