დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ჟურნალმა "არსენალმა" და "პალიტრა L"-მა საახალწლო საჩუქრები გადასცეს

დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ჟურნალმა "არსენალმა" და "პალიტრა L"-მა საახალწლო საჩუქრები გადასცეს

"მამის მეგობრისგან" - თავდაცვის სამინისტროში ამ სახელწოდების აქცია გაიმართა. სამშვიდობო მისიებსა და სამხედრო მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შვილებს, თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. პატარებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეულიც გადაეცათ, მათ შორის სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", რომელსაც პროექტის, "შექმენი შენი არსენალი" ფარგლებში შექმნილი საკოლექციო ტანკი მოჰყვება და ასევე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნები.

სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის გაიმართა ასევე კონცერტი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

"ჩვენთვის მთავარია ამ ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ არიან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომ თითოეული ქართველი დააფასებს მათი მამების ღვაწლს, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყება. ჩვენ სიმბოლურად ამ აქციას "მამის მეგობრისგან" ვუწოდეთ, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თითოეული ქართველი არის მათი ოჯახების მეგობარი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი