რა მდგომარეობაშია ვაკეში დაჭრილი მამა გიორგი ცნობილაძე

რა მდგომარეობაშია ვაკეში დაჭრილი მამა გიორგი ცნობილაძე

მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განუცხადეს, მამა გიორგი ცნობილაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.

"პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრესსამსახურში.

წუხელ, ვაკეში, მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს. სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს არსებული ინფორმაციით, მამა გიორგის ქვედა კიდურებზე აქვს ჭრილობა მიყენებული.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი