400 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

400 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

400 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, 200 დევნილ ოჯახს დადიანის ქუჩაზე ახალი ბინების გასაღებებს ხვალ მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი გადასცემენ. დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან 148 - ერთოთახიანი, 27 - ოროთახიანი და 25 - სამოთახიანია. თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტი არის დახურული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი