წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება

წაიკითხეთ ეს, ვიდრე საახალწლოდ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ! - ადგილები, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება

საახალწლო ტრადიციული სუფრა ფრინველისა და ცხოველის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ჯანსაღი ხორცპროდუქტების შეძენის თემა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ფონიჭალაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც  თბილისში, ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ხორცის ტრანსპორტირებაა ასახული.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რა პირობებში იყიდება ხორცპროდუქტები საქართველოს ბაზრებზე და კონტროლდება თუ არა გარე ვაჭრობა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სააგენტო ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს.

"ჩვენი სპეციალისტები გადიან და ადგილობრივ ბაზარზე არსებული სურსათის ეტიკეტირების წესს ამოწმებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწმდება, არის თუ არა დახლზე განთავსებული ხორცი სათანადო დოკუმენტებითა და და საბუთებით მისული. დოკუმენტი იმას უნდა ადასტურებდეს, რომ ცხოველი ნამდვილად სასაკლაოზე, ზედამხედველობის ქვეშ არის დაკლული.

გარდა ამისა, ვამოწმებთ, რეალიზაციის დროს, იცავენ თუ არა ჰიგიენურ ნორმებს. წინა საახალწლოდ განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ ბაზრებს მივაქციეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი შემოწმება მოხდება," - განაცხადა გამეზაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ცოცხალი ცხოველი სასაკლაოზე ხვდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჯერ ამოწმებს, არის თუ არა ცხოველი ჯანრმთელი, დაკვლის შემდეგ კი ხორცი მოწმდება. ამის შედეგ ხორცზე ჯანმრთელობის ნიშნის დატანა ხდება.

"როდესაც ხორცი სასაკლაოს ტოვებს მასზე გაიცემა ფორმა 2, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ჯანმრთელი ცხოველისგან არის მიღებული. რაც შეეხება ეზობრიც დაკვლას, ეს უკანონოდ ითვლება. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს, თუ სად ყიდულობს ხორცს.

სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ბიზნესოპერატორებზე ვრცელდება, ანუ იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულები არიან სურსათის ბიზნესოპერატორებად. ფიზიკურ პირებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.

ფიზიკური პირები, რომლებიც არასათანდო პირობებში და არაორგანიზებულად ახორციელებენ ცხოველის დაკვლას, კანონდარღვევად ითვლება. მათი გაკონტროლება ჩვენი პრეროგატივა არ არის. იმიტომ, რომ კანონი ამის ნებას არ გვრთავს," - აღნიშნა გამეზაშილმა.

როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველმა, მადონა კოიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გარე ვაჭრობაა, მთლიანად უკონტორლოა.

"პრობლემა გლდანის ბაზარია, სადაც მართლა უკონტროლო მდგომარეობაა. სურსათის ეროვნული სააგენტო მას არ აკონტროლებს, იმიტომ, რომ ეს არის გარე ვაჭრობა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.

გლეხი იქნება თუ ბიზნესოპერატორი ვალდებულია ფორმა ნომერი 2 ჰქონდეს და ბაზარში ისე შეიტანოს, ვინც ხორცს ბაზარში ფორმა ნომერი 2-ის გარეშე გაყიდის, 1000 ლარით დაჯარიმდება. ცდილობენ, წესის გვერდის ავლით გაყიდონ და ამ მხრივ გლდანის გარე ვაჭრობა მთლიანად უკონტროლოა. ხორცი, რომელიც ქუჩაში იყიდება, აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის რისკის მატარებელია," - აღნიშნა კოიძემ.

სპეციალისტები, უსაფრთხოების მიზნით, გვირჩევენ, ხორცპროდუქტები გარე მოვაჭრეებისგან არ შევიძინოთ.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ ხორცპროდუქტები

როგორ შევარჩიოთ ხორცპროდუქტები სწორად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი