"17 წლის ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა, ძმა სიკვდილს ებრძვის" - ურეკში მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

"17 წლის ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა, ძმა სიკვდილს ებრძვის" - ურეკში მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

მთელი წელია არასამთავრობო ორგანიზაციები საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების მოთხოვნით, აქციებს მართავენ და კანონის იმ მუხლების გამკაცრებას ითხოვენ, რომელიც ქვეითსაც და მძღოლსაც განსაკუთებულ საფრთხეს უქმნის. ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა სავალალოა... 2015 წლის მაჩვენებლით, გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს, ბოლო 8 წლის განმავლობაში ავტოავარიების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 6432, რომელშიც დაშავდა 9187 ადამიანი და დაიღუპა 602 ადამიანი.

2016 წლის 7 თვის მონაცმებით კი, რეგისტრირებულია 3 725 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი.

ორიოდე დღის წინ, საშინელი ავარია მოხდა დაბა ურეკთან, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ორი, საჩხერის მუნისციპალიტეტის, სოფელ ქორეთის მკვიდრი: 17 წლის მურად მოსიაშვილი და 40 წლის ზაზა გაბაძეა; ორიც ადგილობრივია, სოფელ წვერმაღალას მცხოვრები: გოჩა ბეჟანიშვილი და სიმონ ბერძენიშვილი. დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება დაღუპული მურად მოსიაშვილის ძმა, 19 წლის ნიკა მოსიაშვილი. ქორეთელები ამბობენ, რომ სოფელ ურეკსა და წვერმაღალას შორის, სადაც ავტოკატასტროფა მოხდა, 3 წლის წინ, ასევე ავტოკატასტროფაში დაიღუპა მოსიაშვილების ახალგაზრდა ბიძაც.

გვესაუბრება სოფელ ქორეთის მკვიდრი ნოდარ ლ:

- მხოლოდ მოსიაშვილების ოჯახი კი არა, მთელი სოფელი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. დიდი უბედურება დაატყდა თავს ამ მოსიაშვილებს, - 3 წლის წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის დარდი არ ჰქონდათ განელებული, რომ ახლა 17 წლის შვილი დაეღუპათ და მეორე უმძიმეს მდგომარეობაშია, ჯერაც არ მოსულა გონზე. მეორე გარდაცვლილი ზაზა გაბაძე მოსიაშვილების კარის მეზობელია.

- როგორ მოხდა, რომ სულ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ავტოკატასტროფაში ერთად მოხვდნენ?

- ალბათ ბედისწერით, - მოსიაშვილების ოჯახს ძალიან უჭირს, სახლის აშენებაზეც სოფელი დაეხმარა; მაგრამ მერე რა, - ეს საბრალო ბიჭი ისე გარდაიცვალა, ახალ სახლში საცხოვრებლად შესვლაც ვერ მოასწრო. ოჯახს ოზურგეთში, სოფელ ურეკში ჰყავს ნათესავები და ბიჭები მათთან წავიდნენ სტუმრად. უთქვამთ, - საახალწლოდ მანდარინს ჩამოვიტანთო და ზაზა გაბაძისთვის უთხოვიათ, - შენც წამოდიო. ზაზასთვის იმიტომ, რომ სოფელ წვერმაღალაში ჰყავდა ძმაკაცები, სწორედ ისინი, ვინც ავარიისას დაიღუპნენ, ისიც გაჰყოლია. ზაზა ამ ბიჭებთან ერთად დადიოდა თურქეთში სამუშაოდ, პურის ფულს შოულობდნენ, იქ დაუახლოვდნენ ერთმანეთს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი