ჯეჯლავას გათანამედროვებული კომბლე - მინისტრმა "წლის პალიტრისთვის" ზღაპარი თავიდან დაწერა

ჯეჯლავას გათანამედროვებული კომბლე - მინისტრმა "წლის პალიტრისთვის" ზღაპარი თავიდან დაწერა

რაც უნდა პარადოქსულად ჯღერდეს, ფაქტია, საუკუნეების წინ დაწერილი ქართული ზღაპრის გმირმა კომბლემ 2016 წელსაც მოახერხა ბევრ მოქმედ პოლიტიკოსსა თუ მოვლენაზე აქტუალური გამხდარიყო. "მოძალადე" და "ცუდი მეცხვარე" - განათლების მინისტრის ასეთმა შეფასებამ და იმის დაანონსებამ, რომ თანამედროვე ბავშვებს გათანამედროვებული "კომბლე" სჭირდებათ, საზოგადოებაში იმდენად დიდი მღელვარება გამოიწვია, თავად ალექსანდრე ჯეჯელავაც გაოგნებული იყო.

იმის გასარკვევად კი, როგორია მის წარმოსახვაში 21-ე საუკუნის კომბლე, "წლის პალიტრამ" (კვირის პალიტრის საახალწლო ნომერი) მინისტრს ზღაპრის მისეული ვერსიის გაზიარება სთხოვა.

21-ე საუკუნის "კომბლეს" ჯეჯელავასეულ ვერსიას წაიკითხავთ "წლის პალიტრის" 26 დეკემბრის ნომერში.

კომბლე ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც განათლების მინისტრმა ზღაპრის გმირი გააკრიტიკა. ალექსანდრე ჯეჯელავამ კომბლეს მოძალადე და ცუდი მეცხვარე უწოდა.

"ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი