იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე

იაშვილის კლინიკის პასუხი ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებებზე

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის ბრალდებებს, იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თინათინ ჯავახიშვილი კლინიკის მედ-პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართველი ექიმების ნამოქმედარით თურქეთში, კლინიკა "მედიკალ პარკის" ექიმებიც შეშფოთებულები არიან.

გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ Ambebi.ge იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა:

"პაციენტ ა.ზ.-ს მე-4 პარკუჭის მედულობლასტომის ამოკვეთის შემდეგ, სიმსივნური პროცესიის პროგრესირების გამო, განუვითარდა ჰიდროცეფალია, რის გამოც ჩაუტარდა გარეთა ვენტრიკულური დრენირება. 22.12.16-ში ჩაიდგა ვენტრიკულური დრენაჟი მარჯვენა წინა რქაში, პროცედურა შესრულდა სტანდარტული წესით, ინტრაოპერაციულად ლიქვორი მიღებულ იქნა მაღალი წნევით, გამჭვირვალე, დაახლოებით 35 მლ. ამის შემდგომ, პოსტოპერაციულად ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვენტრიკულური დრენაჟიდან 24 სთ-ის განმავლობაში დაახლოებით 250-270 მლ. ლიქვორული გამონადენი აღინიშნა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დრენაჟი ნორმალურად ფუნქციონირებდა. რეგრესი განიცადა ჰიდროცეფალიის სიმძიმემ, დინამიკაში გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა კლინიკურადაც: არ იყო ღებინება, ბავშვი იყო კონტაქტური, ცნობიერება არ იყო შეცვლილი, არ იყო ასევე ჰიპერთერმია.

ვენტრიკულური დრენაჟი პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე ადექვატურად ფუნქციონირებდა, რაც შეფასებული და დადასტურებული იყო როგორც ნეიროქირურგის, ისე კრიტიკული მედიცინის სპეციალისტის მიერ", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, უკვე თურქეთში იმყოფება. იგი შესაბამის მკურნალობას კლინიკა "მედიკალ პარკში" გაივლის. როგორც ცნობილია, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს. მანამდე ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის მშობლები და ახლობლები ამბობენ, მისი მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი