პატრიარქს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა

პატრიარქს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ფრიდონ თოდუას ცენტრში გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ფრიდონ თოდუას ცენტრი პატრიარქმა უკვე დატოვა.

მისი თქმით, უწმინდესი კლინიკაში გამოკვლევის ჩასატარებლად გადაიყვანეს, რადგან ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების გამო, მცირე დისკომფორტს გრძნობდა.

"პრევენციისთვის, ჩვენ გამოკვლევები ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ნაღვლის ბუშტი გაღიზიანებულია. სპეციალისტები იმსჯელებენ და გაირკვევა, მკურნალობის ტაქტიკა შევცვალოთ თუ არა. ამიტომ გადავიყვანეთ. თავად წამობრძანდა და უკვე საპატრიარქოში ბრუნდება. ვირუსული ინფექციის ფონზე ყველა სავარაუდო გართულება შეიძლება გააქტიურდეს, პროვოცირება მისცეს. ამიტომ პროფილაქტიკისთვის გამოკვლევა ჩაუტარდა", - განაცხადა შარტავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი