"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

"მას დახმარება სჭირდებაო - მითხრა მინისტრმა და ასე დაიბადა იდეაც" - შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორი სოფლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია "ფეისბუქზე" წერს, მინისტრმა ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით რეპორტაჟი ნახა და მათთვის წიგნების გადაცემის იდეაც აქედან დაიბადა.

"ერთ დღეს გიორგი მღებრიშვილმა შემთხვევით ერთი თბილი რეპორტაჟი ნახა ბიბლიოთეკარზე, რომელიც ავტორმა პანკისის წიგნის მცველად გაგვაცნო... ეს იყო წიგნზე შეყვარებული ქალის ამბავი, რომელმაც ომალოს ბიბლიოთეკა ათას ქარტეხილს გამოატარა და დღემდე შემოინახა...

ქართულ სიტყვას ასე რუდუნებით ეპყრობოდე და ეფოფინებოდე, გმირობაა. მას დახმარება სჭირდებაო, - მითხრა მინისტრმა... ჰოდა, ასე დაიბადა იდეაც: შსს-ს თანამშრომლებმა წიგნები შეაგროვეს და პანკისის 2 ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს... და ეს მხოლოდ დასაწყისია...

მადლობა სოფელ ომალოს ცისფერთვალება ბიბლიოთეკარ თამარს, რომელმაც თავისი რწმენით და სიყვარულით წიგნები - "აზრის ხომალდები" ბევრ ბავშვს თუ ზრდასრულს გაუგზავნა, ახალი სამყარო და შესაძლებლობლები აღმოაჩენინა ან, უბრალოდ, მარტოობა შეუვსო... ეს ხომ პანკისია, სადაც სიტყვას დიდი ძალა აქვს...

P.შ. ამბავი ჟუჟუნათვალება ბიბლიოთეკარზე ტელეეკრანიდან გიორგი მანჯავიძემ მოგვითხრო. მადლობა, გიო, რეპორტაჟისთვის. ასეთი ისტორიები სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის", - წერს პერტაია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი