"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 15 განაცხადი შევიდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 15 განაცხადი შევიდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 15 განაცხადი შევიდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით, ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძემ მიმართეს.

ამის შემდეგ კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილი აღნიშნული პოსტიდან გადადგა. სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი