რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ

რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ

პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრამა დავით სერგეეკომ განაცხადა. მისივე განმარტებით, ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"მე არ მაქვს უფლებამოსილება კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება", - განაცხადა სერგეენკომ.

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით კი, ექიმები პატრიარქს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესის დაწყების გამო, ექიმების კონსილიუმმა გამოითქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათა, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი