წინანდლის სასახლე 28 საძინებლითა და უნიკალური ბაღით - რა დარჩა მისგან

წინანდლის სასახლე 28 საძინებლითა და უნიკალური ბაღით - რა დარჩა მისგან

კა­ხეთ­ში, მდი­ნა­რე კი­სის­ხე­ვის მხა­რეს, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე რო­მან­ტიზ­მის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა, სა­ხე­ლო­ვან­მა ქარ­თ­ველ­მა პო­ეტ­მა ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბის წალ­კოტ­ში, მა­მა­პა­პი­სე­ულ მი­წა­ზე ააგო სა­სახ­ლე და კა­რის ეკ­ლე­სია. წი­ნან­დ­ლის მა­მულ­ში მან ულა­მა­ზე­სი ბა­ღის გა­შე­ნე­ბაც გა­დაწყ­ვი­ტა.

ეს მა­მუ­ლი ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ, რო­გორც ერ­თა­დერ­თ­მა ვაჟ­მა, მა­მის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. 1835 წელს სა­ხა­ზი­ნო ბან­კი­დან სეს­ხად აიღო 800 მა­ნე­თი, ამ ფუ­ლის ნა­წი­ლი მა­მუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ახ­მა­რა, ნა­წი­ლით კი სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო.

ალექ­სან­დ­რე პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რ­დი­ლი და დე­დო­ფალ ეკა­ტე­რი­ნე მე­ო­რის ნათ­ლუ­ლი გახ­ლ­დათ. პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რე­ბამ მის გე­მოვ­ნე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის წეს­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი კვა­ლი და­ტო­ვა. წი­ნან­დ­ლის სა­სახ­ლეც ამის ერ­თ­გ­ვა­რი გა­მო­ძა­ხი­ლია.

ბაღ­ში და­ცუ­ლია და­სავ­ლუ­რი, აღ­მო­სავ­ლუ­რი და ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის მცე­ნა­რე­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჯი­შე­ბი. აქ ვხვდე­ბით ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­სა და დე­კო­რა­ტო­რის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ლან­დ­შაფ­ტე­ბის სა­ო­ცარ სინ­თეზს. ბაღ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იერ­სა­ხე იც­ვა­ლა, ძვე­ლე­ბუ­რი ელ­ფე­რი და­კარ­გა. ამ­ჟა­მად მუ­ზე­უ­მი, ბა­ღი და ძვე­ლი ღვი­ნის მა­რა­ნი იჯა­რი­თაა გა­ცე­მუ­ლი.

ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის დი­დე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ზე, მათ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და მწუ­ხა­რე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე კუ­რა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნა ბა­ტი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­სახ­ლე­ში მშვი­დად მი­ე­დი­ნე­ბო­და ნი­ნოს, ეკა­ტე­რი­ნეს, და­ვი­თი­სა და სო­ფი­ოს ბავ­შ­ვო­ბის ნა­თე­ლი წლე­ბი. ვინ იფიქ­რებ­და, რომ მათ ასე­თი ბო­ბო­ქა­რი და რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა ელო­დათ წინ.

თა­ვი­დან სა­სახ­ლე­ში 28 სა­ძი­ნე­ბე­ლი და რამ­დე­ნი­მე სა­ლო­ნი იყო. სა­სახ­ლე ფარ­თო აივ­ნე­ბით გახ­ლ­დათ გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი. მი­სი ში­და ინ­ტე­რი­ე­რი ევ­რო­პულ სტილ­ზე იყო მოწყო­ბი­ლი, რაც იმ დრო­ი­სათ­ვის უდი­დეს იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ინ­ტე­რი­ე­რი გა­ფორ­მე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ XVIII-XIX სს-ის ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და ფრან­გუ­ლი ავე­ჯით, სარ­კე­ე­ბით, ფო­ტო­ე­ბით, ფერ­წე­რი­სა და ლი­თოგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბით, დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ჩი­ნუ­რი, იაპო­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ქარ­თუ­ლი თუ რუ­სუ­ლი ჭურ­ჭე­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი: ორი პი­ა­ნი­ნო და ერ­თი რო­ი­ა­ლი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი