www.statusdonates.ge - ახალი ონლაინ პლატფორმა ქველმოქმედებისთვის

www.statusdonates.ge - ახალი ონლაინ პლატფორმა ქველმოქმედებისთვის

"თიბისი სტატუსმა" მომხმარებლებისთვის ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა შექმნა. ვებგვერდი www.statusdonates.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამისთვის, ვებგვერდზე შესვლა, ვიდეო-ისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

"თიბისი სტატუსი" ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოუყრის უამრავ ისტორიას, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში "თიბისი ბანკიც" შეიტანს წვლილს, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.

როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საქველმოქმედო პლატფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, პროექტის წარმატება საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ რამდენიმე ათასი სტატუს კლიენტი გვყავს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბიზნესს, დოვლათს, ასაქმებენ ხალხს. გვინდა, რომ ისინი შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში, რათა გავაფართოვოთ ფონდი და უფრო ქმედითი გავხადოთ დახმარება იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ასე ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ყველა პროექტი, რომელიც განთავსდება ვებგვერდზე შერჩეული იქნება დემოკრატიული გამოკითხვის საფუძველზე, ხოლო დონაციის განხორციელება ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება. თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წელიწადში 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ქველმოქმედება, სპონსორობა, განათლება თუ სხვა. და ჩვენ ამ მიმართულებით საქმიანობას კვლავაც გავაგრძელებთ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მომავალში პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მასში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

"თიბისი სტატუსის" სახელით სამი ახალი პროექტი უკვე დაფინანსდება, ამით გვინდა, რომ ახალი პლატფორმის დაწყება აღვნიშნოთ. ჩვენ შესაძლებლობას ვუქმნით უამრავ ადამიანს, რომ ჩაერთონ ქველმოქმედებაში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერაში. ასევე ყველას ექნება საშუალება თავისი პროექტი წარმოადგინოს დასაფინანსებლად", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

პირველ ეტაპზე, ახალი პლატფორმის ეგიდით სამი პროექტი დაფინანსდება, რისთვისაც საჭირო თანხებს მთლიანად "თიბისი სტატუსი" გაიღებს. მხარდაჭერას მიიღებენ: სოფელ ძეგვში არსებული თავშესაფარი და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულ მოსწავლეებს "თიბისი სტატუსის" ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.

როგორც კონკურსის "ლეონარდო და ვინჩი" ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, გიორგი ნიორიძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ახალი იდეები აქვთ და ახლის შექმნა სურთ.

"იმ ოთხი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომლებმაც "ლეონარდო და ვინჩიზე" გაიმარჯვეს, დასაჩუქრდნენ ერთწლიანი სტიპენდიით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან წაადგება თითოეულ ჩვენგანს. ამ სტიპენდიიების დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროექტების დახვეწას და გაუმჯობესებას," - განაცხადა გიორგი ნიორიძემ.

შემოქმედებითი განათლების სტუდიის დირექტორისა და დამფუძნებლის, ნათია სართანიას თქმით, "თიბისი ბანკის" საჩუქარი სტუდიის სტუდენტებს დაეხმარება, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

"თიბისი ბანკმა" დღეს გადმოგვცა სრულიად უნიკალური საჩუქარი. მიუხედავად იმისა, რომ დაუღალავად ვშრომობთ 5 წლის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი ძალებით ამას ვერ შევძლებდით კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დღეს ჩვენ გადმოგვეცა სამონიტორო აუდიო სისტემა, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ პროფესიონალებად"

ვებგვერდზე www.statusdonates.ge 20 იანვრიდან ახალი ვიდეოისტორიების ნახვა იქნება შესაძლებელი და ნებისმიერი მსურველი იპოვის საინტერესო თემას, რომლის დაფინანსებაშიც წვლილს შეიტანს.

"თიბისი ბანკის" სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2017 წელს 10 წლის ხდება. პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, ის მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე.

(R)

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი