ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.