გიორგი კვირიკაშვილი - ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში

გიორგი კვირიკაშვილი - ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში

ვფიქრობ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა ძალიან ბევრი ძირეული ცვლილება და ეს უპირველეს ყოვლისა შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერი ფიქრობს, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ცხადი ის, რომ ქვეყანა "არასწორი განვითარების რელსებიდან" სწორი განვითარების გზაზე დადგა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა იყო იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში, რა თქმა უნდ, ისინი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ვცხოვრობდით, ყველამ ვიცით განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ რა სიტუაცია იყო ადამიანის უფლებების, იგივე მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ქონების, საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით, იგივე ადამიანების ჯანდაცვის მდგომარეობის კუთხით.

ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში. დღეს მე ვფიქრობ, რომ არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია.

მე არასოდეს მითქვამს, რომ ქვეყანაში მანამდე იყო ყველაფერი ცუდი, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ცვილებები რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი