საახალწლო ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს

საახალწლო ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს

საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს, 18:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც", - აცხადებენ მერიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი