დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვირუსებზე ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვირუსებზე ინფორმაციას ავრცელებს

თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია. მომდევნო მატება კი სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, პაატა იმნაძის მტკიცებით, "არაფერი განსაკუთრებული არ ხდება" და ვითარება ზამთრისათვის დამახასიათებელია.

ამ ეტაპზე, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის H3 ვირუსი, დაფიქსირდა B ტიპის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, ასევე გავრცელებულია სხვა, გაციების ვირუსებიც.

პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.

"თუ ბავშვს სიცხე აქვს ერთ დღეზე მეტი 38.5 გრადუსი და მეტი, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს, მოზრდილს თუ ტემპერატურა 38.5-ზე მეტი აქვს, ასევე აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა ნახოს ექიმმა, თუ მას სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ან ნახველში სისხლი გამოერევა", - განმარტა პაატა იმნაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი