რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩის #18 კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი კვამლისგან გაიგუდა და შემდგომ სხეულზე დამწვრობები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოხუცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების თქმით, მოხუცს ეძინა და ცეცხლი, სავარაუდოდ, საეკლესიო სანთლიდან გაჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი