მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოში 2017 წელს განხორციელდება

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოში 2017 წელს განხორციელდება

ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამიტომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის 20-ზე მეტი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა საერთო ღირებულება 66 მილიონ ლარზე მეტია. დაფინანსების წყარო უმეტესად უცხოური ფინანსური ორგანიზაციებია.

დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი, რაც ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაციას გულისხმობს. მისი ღირებულება 13 300 000 ლარია. პროექტის დასრულება 2019 წლის მარტში იგეგმება. საპროექტო ტერიტორია დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთს მოიცავს.

პროექტით განსაზღვრულია შერჩეული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს პარკის, ტროტუარების, გაზონების, გარე განათების, დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. აგრეთვე, განიხილება ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა, ამ მონაკვეთში არსებული ხიდების განახლება და პარკინგის მოწყობა წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი