"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან მისი ოჯახის წევრები, როგორც მსჯავრდებულის დამ, ლანა პაპიძემ ტელეკომპანია "PALITRANEWS"-თან საუბრისას განაცხადა "დრო მოვა და ეს საქმე გაიხსნება". მისივე თქმით, მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს. ლანა პაპიძის თქმით, ოჯახი დაზღვეული არ არის იმისგან, რომ მის დას ციხეში არაფერი შეემთხვევა.

იხილეთ ვიდეო: "მაგდა პაპიძემ მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა" - რა მდგომარეობაშია პატიმარი ციხეში

"მაგდამ მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე რომ თავი არ მომიკლავსო. ღმერთმა მიცოცხლოს... იქ გაჟონვები, დიაბეტი ვერ დაუგდეს და ა.შ ღმერთმა არ გამაგონოს ეს.... მილიონი პროცენტი ვიცი, ეს მაგდას ჩადენილი არ არის, ჩემი და ამის გამკეთებელი არ იყო. ძაან კარგად იცოდა მაგდამ ვისი ცოლი იყო და თუ სიკვდილი უნდოდა, ორი იარაღი ედო სახლში. არც იმ იარაღის ექსპერტიზა ჩატარებულა. როგორ, გასროლა მოხდა მაგ იარაღიდან და არ უნდა გაიგონ, ვის ესროლა ჩემმა სიძემ ან სად გაისროლა?! მსაჯულებს ადევთ ჩემი მაგდას და თორნიკეს ცოდვა..." - აღნიშნა ტელეკომპანია "PALITRANEWS"-თან საუბრისას მსჯავრდებულის დამ ლანა პაპიძემ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ