გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის

გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის­თ­ვის

ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლის" რე­დაქ­ტო­რი - ქე­თი ადე­იშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია და მის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბი თუ დე­სერ­ტე­ბი სა­ნაც­ნო­ბო­სა და მკითხ­ველ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მეც არა­ერ­თხელ გა­მი­სინ­ჯავს და გა­დავ­წყ­ვი­ტე, წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ, ქე­თის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი მეთხო­ვა და თქვენ­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, ორი­ოდ სიტყ­ვით კი მი­სი და კუ­ლი­ნა­რი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც ვკითხე:

- რომ და­ვი­ბა­დე და თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, ქვა­ბე­ბი, სუფ­რა და სტუმ­რე­ბი და­ვი­ნა­ხე (ი­ცი­ნის). მას შემ­დეგ ასეა ჩვენს ოჯახ­ში, ასე იყო ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. მრა­ვალ­ს­ტუმ­რი­ან ოჯახ­ში გინ­და თუ არა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ახერ­ხებ, რა­ღაც შე­ით­ვი­სო და ის­წავ­ლო. არც მე ვყო­ფილ­ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ვერ ვიტყ­ვი, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან მჭიდ­რო კავ­ში­რი და ინ­ტე­რე­სე­ბი მქონ­და მზა­რე­უ­ლო­ბის მი­მართ, მაგ­რამ უფ­რო­სებს ხომ ვუ­ყუ­რებ­დი? აქე­დან ბევ­რი რა­ღაც ისე გიჯ­დე­ბა გო­ნე­ბა­ში, ვერც ხვდე­ბი. როცა სამ­სა­ხუ­რი დავ­კარ­გე, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ "უქ­მად ჯდო­მას უქ­მად შრო­მა ჯო­ბი­ა" და მე­რე ჩა­მით­რია. ჩემს მე­გო­ბარს - ირ­მა იან­ტ­ბე­ლი­ძეს გა­უჩ­ნ­და იდეა, რომ კუ­ლი­ნა­რი­ულ ჟურ­ნალ­ზე გვე­მუ­შა­ვა. ამის გა­მო კუ­ლი­ნა­რი­ას და­ე­მა­ტა ფო­ტოგ­რა­ფი­აც, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სპე­ცი­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რი ვარ, რას­თა­ნაც დი­დი ხა­ნია არ მქო­ნია შე­ხე­ბა და გუ­ლი მწყდე­ბა... რე­ცეპ­ტებს მხო­ლოდ მე არ ვარ­ჩევ, ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ რე­დაქ­ტორ­თან - თეა სა­მა­დაშ­ვილ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს - ხან გა­ა­მარ­თ­ლებს, ხან - არა. რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­ო­ნალს უკე­თე­სი ალ­ღო აქვს და წი­ნას­წარ უკე­თე­სად გან­ჭ­ვ­რეტს შე­დეგს, ვიდ­რე - მოყ­ვა­რუ­ლი. უშუ­ა­ლოდ ჟურ­ნა­ლის­თ­ვის, ვცდი­ლობთ, კარ­გად გა­მოც­დი­ლი რე­ცეპ­ტე­ბი ავარ­ჩი­ოთ, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სა­ჭი­როა, კონ­სულ­ტა­ცია პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­ულ­თა­ნაც გა­ვი­ა­როთ და მკითხ­ველს სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ცეპ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ.

კურ­დღ­ლის სა­ცი­ვი

სა­ჭი­რო მა­სა­ლა: 1.5 კგ კურ­დღ­ლის ხორ­ცი (ერ­თი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კურ­დღე­ლი), 2 თა­ვი ხახ­ვი, 800 გ ნი­გო­ზი, 0.5 ჩ/კ დაფ­ქუ­ლი მი­ხა­კი, 0.5 ჩ/კ დაფ­ქუ­ლი და­რი­ჩი­ნი, 0.5 ჩ/კ დაფ­ქუ­ლი მშრა­ლი კო­ჭა (ჯან­ჯა­ფი­ლი), 2 ს/კ უცხო სუ­ნე­ლი, 1 ჩ/კ დაფ­ქუ­ლი ხმე­ლი ქინ­ძი, 150 გ კა­რა­ქი, 2 კბი­ლი ნი­ო­რი, მა­რი­ლი, წი­წა­კა გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბის წე­სი: კურ­დღე­ლი დავ­ჭ­რათ ნა­წი­ლე­ბად და 10-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მო­ვა­დუ­ღოთ, შემ­დეგ, და­ვაწყოთ კა­რაქ­წას­მულ ტა­ფა­ზე და შევ­წ­ვათ. ხახ­ვი წვრი­ლად დავ­ჭ­რათ და კა­რაქ­ში მოვ­შუ­შოთ.

ნი­გო­ზი და ნი­ო­რი 2-ჯერ ხორ­ც­სა­კეპ მან­ქა­ნა­ში გა­ვა­ტა­როთ, სა­ნე­ლებ­ლებ­თან ერ­თად. გა­ტა­რე­ბულ ნი­გოზს 2-3 ჩ/კ ცხე­ლი წყა­ლი და­ვას­ხათ და ხე­ლით მოვ­ზი­ლოთ ზე­თის მი­ღე­ბამ­დე. ზე­თი ცალ­კე ჭურ­ჭელ­ში გა­დავ­წუ­როთ.

მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვი და ნიგ­ვ­ზის მა­სა სქელ­ძი­რი­ან ქვაბ­ში მო­ვა­თავ­სოთ, კურ­დღ­ლის ცხე­ლი ბუ­ლი­ო­ნი თან­და­თა­ნო­ბით და­ვუ­მა­ტოთ და სათ­ქ­ვე­ფე­ლით კარ­გად გავ­ხ­ს­ნათ, ვიდ­რე თხე­ლი არაჟ­ნის კონ­სის­ტენ­ცი­ის მა­სას არ მი­ვი­ღებთ. მას­ში კურ­დღ­ლის ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი ჩა­ვაწყოთ და სა­შუ­ა­ლო ცეცხ­ლ­ზე დავ­დ­გათ. წვენს ვუ­რი­ოთ მა­ნამ, სა­ნამ არ ადუღ­დე­ბა, შემ­დეგ ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ვაკ­ლოთ და 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­დუ­ღოთ. სუფ­რას­თან შეგ­რი­ლე­ბუ­ლი სა­ხით მი­ვი­ტა­ნოთ, ზე­მო­დან კი ნიგ­ვ­ზის ზე­თი მო­ვას­ხათ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი