იუბილარი პატრიარქის ფოტო - უწმინდესს დაბადების დღე მთავრობის წევრებმა მიულოცეს

იუბილარი პატრიარქის ფოტო - უწმინდესს დაბადების დღე მთავრობის წევრებმა მიულოცეს

"ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა გაბუნია "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, წარწერით, "პატრიარქი დღეს". ფოტოზე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არიან გადაღებული.

მთავრობის წარმომადგენლები პატრიარქის საიუბილეო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ.

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უწმინდესს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. პატრიარქი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა ოდნავ უკეთესია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი