"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს

 "ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს

რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს - ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს. თემურ მიქელაძე ცოტა ხნის წინ წლის პედიატრად დაასახელეს, ასე რომ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისი რჩევები. იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.

- ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ - ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს - აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს... თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში?

- რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები... ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია. დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია - "ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება". სხვადასხვა ელექტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა...

თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები... ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი. სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი