თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "სოლიდარობის ფონდი" ავრცელებს.

განცხადება ფონდის ფეისბუქის გვერდზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაღუპული გოგონას დედამ ქეთი ზაალიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდს შვილის დროულად გადმოსვენებაში დახმარება სთხოვა.

"თურქეთის კლინიკა "მედიკალ პარკიდან" ამ დროისთვის მიღებული ინფორმაციით, ანასტასია ზაალიშვილის გადმოსვენება მოხდება დღეს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანასტასია ზაალიშვილის როგორც მკურნალობის, ასევე ტრანსპორტირებისა და გადმოსვენების ხარჯები სრულად იფარება სოლიდარობის ფონდის მიერ, იმ თანხების ფარგლებში,  რომელიც სოლიდარობის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს კომისიური განხილვით იქნა დამტკიცებული. ოჯახს არ უწევს არცერთი დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით.

სოლიდარობის ფონდისა და ფონდის თითოეული მხარდამჭერის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის მძიმე დანაკლისია" - ვკითხულობთ "სოლიდარობის ფონდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა. ანასტასია, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა გუშინ დაიღუპა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი