მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება

მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ვარდოსანიძეების ოჯახის უმძიმესი ყოფაა ასახული, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარიამ იოსავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია მოხუცი მამაკაცი, რომელსაც ფეხზე განგრენა აქვს. იოსავას ინფორმაციით, მოხუცს გადატანილი აქვს ინსულტი, წელს ქვემოთ მოწყვეტილია და აქვს ასთმა.

ვიდეოს სწრაფი რეაგირება მოჰყვა ჯანდაცვის სამინისტროსგან. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, მიხეილ ვარდოსანიძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა წუხელ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა. კვლევის შედეგად კი ოპერაციული მკურნალობა დაიგეგმა. სამინისტროს ინფორმაციით, შემდგომი ოპერაცია და მკურნალობა კონსილიუმზე განისაზღვრება.

ამასთან, მარიამ იოსავა ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მოხუცს ოპერაცია დღეს უტარდება: "ოპერაცია გადაწყდა 2 საათზე, ექიმები წინასწარ ვერ ამბობენ, გადაიტანს თუ არა ბაბუ ორივე ფეხის ამპუტაციას. სავარაუდოდ ოჯახი ხელს მოაწერს ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობის დოკუმენტს, ვილოცოთ მიხეილ ბაბუაზე, მას ეს ჭირდება, გაგაგებინებთ რამე ახალი თუ იქნება", - წერს იოსავა.

ვარდოსანიძეების ოჯახში ცხოვრობს უსინათლო ბებო და 9 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული მარიამი. ოჯახს უკიდურესად უჭირს, მათთან მისვლაც კი ჭირს. ცხოვრობენ ველის სადგურზე, აფრიკაში. ოჯახის დასახმარებლად მოქმედებს ანგარიშები:

ანგარიში საქართველოს ბანკში:

GE32BG0000000514524900 მიმღები ხათუნა იოსავა

62004019281 - პირადი ნომერი, რომ აპარატიდან შეძლოთ ჩარიცხვა

ანგარიში თიბისი ბანკში:

GE23TB7638836010300005 მიმღები მ.ი

ასევე შესაძლებელია ჩარიცხვა თიბისი ფეის აპარატიდანაც პირადი ნომრით 62004023292 და დაბ.თარიღით 28.01.1988

ნომერი 090 1500 510 ფასი 1 ლარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი