ისნის რაიონის ზოგიერთ ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

ისნის რაიონის ზოგიერთ ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

ისნის რაიონის ზოგიერთ ქუჩას ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 09:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის ქუჩა №63ა, №63ბ, №65, №67, №69, ნავთლუღის ქუჩა №2, №2ა, №3, №3ა, №6/1, №6/3, №11-13, ჭრელაშვილის ქუჩა №2, №3, ჩოლოყაშვილის ქუჩა №1/1, №1/2, №1/3, №46, №57-ის კორპუსების, ჩოლოყაშვილის I კვარტალი კორპუსი №1, №2, №3, №4, №5, ბაღდადის, საექიმოს გასასვლელში მდებარე კორპუსების, დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ჰოსპიტალის შესახვევის, სამხედრო ქალაქის, ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, "ორთაჭალის ტურფის" კომპლექსისა და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას.

ასევე გაზმომარაგება შეუწყდება დოდაშვილის ქუჩაზე მდებარე "ვისოლის" გაზგასამართ სადგურს, ნავთლუღის ქუჩაზე - ისან-სამგორის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე - საცურაო აუზს "ოლიმპი" და ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომუნალურ და კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი