"ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როცა თეა ქუჩის ძაღლებმა დაკბინეს..." - 16 წლის მოჭადრაკე გოგონას სასწრაფო დახმარება სჭირდება

"ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როცა თეა ქუჩის ძაღლებმა დაკბინეს..." - 16 წლის მოჭადრაკე გოგონას სასწრაფო დახმარება სჭირდება

16 წლის მოჭადრაკე გოგონას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. თეა ჭოლაძეს აქვს იმუნური სისტემის მოშლა და ვირუსული ბაქტერია სისხლში... გოგონას დაავადება პერიოდულად სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება და უმძიმესი ტკივილების ფონზე მიმდინარეობს: აქვს თავის და სხეულის სხვადასხვა ნაწილის გაუსაძლისი ტკივილები, ლიმფური ჯირკვლები აქვს გადიდებული, პერიოდულად კანზე გამოსდის გემატონური ტალები, პერიოდულად ეთიშება კიდურები, პრობლემები აქვს მხედველობაზეც.

ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც თეა ქუთაისში ჭადრაკის გაკვეთილზე მიდიოდა. მოზარდი ქუჩაში 4 ძაღლმა დაკბინა... ბავშვმა შიშისგან გონება დაკარგა. შემდეგ იყო აცრები, რომელმაც თეას ზემოთჩამოთვლილი პრობლემები შეუქმნა... როგორც მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, გაირკვა, რომ აცრები, რომელიც თეას გაუკეთეს, იყო ვადაგასული და უვარგისი. ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა ნელ-ნელა გაუარესდა....

თეას გადასარჩენად გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებაა საჭირო, რასაც 50 000 ევრო სჭირდება. 12 იანვარს მოზარდი აუცილებლად უნდა იყოს გერმანიაში, სადაც უკვე ჩარიცხულია თანხის მცირე ნაწილი - 10 000 ევრო...

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: ლარის, დოლარი, ევროს ანგარიში - GE37BG0000000749873000

VTB ბანკი: GEL - GE7OVT1000001600804506

ქართუ ბანკი: GEL - DOLLAR: EURO: GE17CR00000020650065004506

თი-ბი-სი ბანკი: GE17TB7043945061100031

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი