გიგი უგულავას და შვილების შეხვედრა მატროსოვის ციხესთან - ემოციური კადრები

გიგი უგულავას და შვილების შეხვედრა მატროსოვის ციხესთან - ემოციური კადრები

გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.

იხილეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ "პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

წაიკითხეთ: ლელა კილაძის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე

ფოტო: ნიკა საჯაია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი