თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დღეს 4 რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დღეს 4 რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დღეს 4 რეისი გაუქმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ათათურქის აეროპორტში შექმნილი ვითარებაა. მათივე განცხადებით, სხვა მიმართულებებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში ქარბუქის გამო 395 რეისი გაუქმდა, - იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah.

აეროპორტების სპეციალური სამსახურები უკვე შეუდგნენ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის და გზების გაწმენდვის სამუშაოებს და გააგრძელებენ ამ სამუშაოებს, რათა თავიდან აირიდონ შემდგომში ფრენების გაუქმება ან გადადება.

საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის განცხადებით, შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი ფრენების 15% გაუქმდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი