უცნობი ფაქტები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან

ბავ­შ­ვო­ბა­ში ზუ­რა ჟვა­ნი­ას ხან მსა­ხი­ო­ბი უნ­დო­და გა­მო­სუ­ლი­ყო, ხა­ნაც - მწე­რა­ლი. ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტა, ცხო­ვე­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი - ეთო­ლო­გი გამ­ხ­და­რი­ყო. სხვა­დას­ხ­ვა დროს მათ სახ­ლ­ში უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობ­და. ჰყავ­დათ: ზა­ზუ­ნე­ბი, ძაღ­ლე­ბი, ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ აკ­ვა­რი­უმ­ში, თეთ­რი ვირ­თხე­ბი, გველ­ხო­კე­რა, ფრთა­მო­ტე­ხი­ლი არ­წი­ვი, შხა­მი­ა­ნი პა­ტა­რა გვე­ლე­ბიც... ერ­თხანს ცდი­ლობ­და, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­ე­თავ­სე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ზე შე­ა­ჩე­რა. გა­ვიხ­სე­ნოთ ზუ­რა ჟვა­ნია მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით...

ზუ­რას პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა

რე­მა ჟვა­ნია:

"ზუ­რას სიყ­ვა­რულს სამ­შობ­ლო­სად­მი, ალ­ბათ, ისიც გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე ფე­ხით ჰქონ­და შე­მოვ­ლი­ლი, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი მა­მა­მის­მა ჩა­უ­ყა­რა. თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე, სო­ფე­ლი თვა­ლით არ მე­ნა­ხა. ეტყო­ბა, ბუ­სამ გა­დაწყ­ვი­ტა ამ "ხარ­ვე­ზის" გა­მოს­წო­რე­ბა და ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი სულ ფე­ხით შე­მო­მა­ტა­რა. ცხოვ­რე­ბის წე­სად გვექ­ცა, ყო­ველ შა­ბათს ან კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. პირ­ვე­ლად, რო­ცა ზუ­რა ასე "გა­ვა­სე­ირ­ნეთ", 8 თვი­სა იყო. იმ­ხა­ნად წყნეთ­ში, ბი­ძა­ჩე­მის აგა­რაკ­ზე ვის­ვე­ნებ­დით. იქი­დან ბე­თა­ნი­ა­ში ფე­ხით გა­და­ვე­დით. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ფიც­რი­თა და მსხვი­ლი ღვე­დე­ბით "კენ­გუ­რუს" მსგავ­სი მოწყო­ბი­ლო­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლის­თ­ვი­საც ლე­ი­ბი შევ­კე­რე. ჩავ­ს­ვით ბავ­შ­ვი, მო­ვი­კი­დეთ ზურ­გ­ჩან­თე­ბი და გა­ვუ­ყე­ვით გზას. დი­ლა­ად­რი­ან გა­ვე­დით, შე­ღა­მე­ბი­სას დავ­ბ­რუნ­დით - ეს ზუ­რას პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გახ­ლ­დათ".

აფ­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის გეგ­მა

და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე:

"ზუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას ყვე­ლა აღი­ა­რებს. მე, რო­გორც თა­ნაკ­ლა­სელ­მა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. სკო­ლა­ში სწავ­ლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ვიდ­რე მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი. თუ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი მა­ინ რი­დის ან ჟი­ულ ვერ­ნის კითხ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, ზუ­რა უკ­ვე კარ­გად იც­ნობ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ზე­პი­რად ახ­სოვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო­თა სიმ­ბო­ლი­კა, გერ­ბი, დრო­შა.

გან­სა­კუთ­რე­ბით იტა­ცებ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ამ­ბე­ბი და ახ­ლის ძი­ე­ბა. მი­სი შთა­გო­ნე­ბით, ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რე­ბი ვოც­ნე­ბობ­დით დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აფ­რი­კის სა­ვა­ნებ­ში მოხ­ვედ­რა­ზე, რაც იმ­ჟა­მად საბ­ჭო­თა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. მე­ოთხე კლას­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ზუ­რას ინი­ცი­ა­ტი­ვით, ცნო­ბი­ლი მოგ­ზა­უ­რის, ტურ ჰე­ი­ერ­და­ლის მი­ბაძ­ვით ტი­ვის აგე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დით, რომ ტი­ვით თბი­ლი­სი­დან აფ­რი­კა­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სო­ხუ­მამ­დე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ რო­მე­ლი­მე გემ­ზე ავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით და ტრი­უმ­ში და­მა­ლუ­ლებს, აფ­რი­კამ­დე მიგ­ვეღ­წია. ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სჭირ­დე­ბო­და. სო­ხუ­მამ­დე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბის პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლი გვქონ­და. გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის კი საგ­ზ­ლად, ბლო­მად ორ­ცხო­ბი­ლა უნ­და წაგ­ვე­ღო. ამ მიზ­ნით, ზუ­რამ დე­დას, ქალ­ბა­ტონ რე­მას 10 მა­ნე­თი სთხო­ვა. დე­დის შე­კითხ­ვა­ზე: რის­თ­ვის გჭირ­დე­ბაო? უპა­სუ­ხა, - ორ­ცხო­ბი­ლის სა­ყიდ­ლა­დო. პა­სუხ­მა ქალ­ბა­ტო­ნი რე­მა, რა თქმა უნ­და, და­ა­ეჭ­ვა - ამ თან­ხით ხომ უამ­რა­ვი ორ­ცხო­ბი­ლის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და. ამის შემ­დ­გომ, ზუ­რა გულ­წ­რ­ფე­ლად მო­უყ­ვა ჩვენს გან­ზ­რახ­ვა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, აფ­რი­კა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის გეგ­მაც დრო­ე­ბით გა­და­ი­დო".

პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია

და­ვით გუ­გუშ­ვი­ლი:

"ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ო­ცა­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ზუ­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბით, ნი­ჭი­ე­რე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და სი­ლა­ღით. მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა შეძ­ლო ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი და ასე­ვე, პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეთო­ლო­გი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია შე­ექ­მ­ნა. ამას მარ­თ­ლაც, პო­ლი­ტი­კო­სის ტა­ლან­ტი სჭირ­დე­ბო­და. რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი ერ­ქ­ვა, იქ სტუ­დენ­ტებს უნ­და ემუ­შა­ვათ ენ­თუ­ზი­აზ­მის ხარ­ჯ­ზე. ზუ­რას კი ნამ­დ­ვი­ლად შე­ეძ­ლო ენ­თუ­ზი­აზ­მით ხალ­ხის ან­თე­ბა. შეკ­რი­ბა ათი­ო­დე პირ­ველ­კურ­სე­ლი და და­ა­საქ­მა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი