ნატურალური ხაჭო სასარგებლო პროდუქტია, მთავარია, იცოდეთ მისი ცხიმიანობა. მაგალითად, მოხუცებულმა და ჭარბწონიანმა ადამიანებმა 3 პროცენტზე მეტად ცხიმიანი არ უნდა მიირთვან. ბავშვებს 5-დან 9-პროცენტიანი ხაჭო უნდა აჭამოთ.
გახსოვდეთ, რომ თუ ცხიმიან ხაჭოს ხშირად მიირთმევთ (18-20 პროცენტი), არსებობს საფრთხე, რომ ათეროსკლეროზის კანდიდატი გახდეთ.
თუ ცხიმიანობაში გაერკვიეთ, ახლა ხარისხს მიაქციეთ ყურადღება. ზოგიერთი მწარმოებელი ხაჭოში სახამებელს ურევს.