უცხოელების თვალით დანახული საქართველოს დადებითი და უარყოფითი მხარეები

უცხოელების თვალით დანახული საქართველოს დადებითი და უარყოფითი მხარეები

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში 92 560 იმიგრანტია რეგისტრირებული. მათგან 4 046 ადამიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაა. იმიგრანტების დასაქმების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა - 1714 ადამიანი

ვაჭრობა - 1468 ადამიანი

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა  -  501 ადამიანი

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა  -  471 ადამიანი

სასტუმროები და რესტორნები  -  460 ადამიანი

განათლება - 192 ადამიანი.

საინტერესოა, რას გრძნობენ ან რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. ან რა ფაქტორები განაპირობებენ გადაწყვეტილებას, რომ შენს ახალ სამშობლოდ საქართველო აირჩიო? Allnews.ge ამ საკითხებით დაინტერესდა და პასუხების მისაღებად საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე უცხოელს ესაუბრა.

ზოე პერე, 33 წლის: "2006 წელს საფრანგეთში კავკასიის ხალხთა ფესტივალი იყო და იქ გავიცანი საქართველო. იმ პერიოდში ეთნომუსიკოლოგიაზე ვსწავლობდი და ქართული მრავალხმიანობა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო. იმ წელსვე ჩამოვედი საქართველოში და ერთი წლით დარჩენა გადავწყვიტე. მას შემდეგ კიდევ ერთ წელს ვამატებ ხოლმე და აი, უკვე ათი წელია საქართველოში ვარ. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი