ზოგადად, სუფთა ჰაერზე სეირნობა პრაქტიკულად უნივერსალური რამაა, რასაც ბავშვს მის სასიკეთოდ უკეთებთ. თუმცა სეირნობასაც აქვს რამდენიმე უკუჩვენება.
უკუნაჩვენებია სეირნობა, როდესაც ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდია, როდესაც ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და ტკივილი. ასევე, როდესაც აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი (დიფტერია). სეირნობა არ შეიძლება, როდესაც დაავადება გადამდებია.
სუფთა ჰაერი მალე გამოჯანმრთელების საწინდარია და ეს ფაქტორი აქტუალურია სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. ამიტომ სეირნობა აუცილებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ სეირნობისას მნიშვნელოვანია არა მოძრაობა, არამედ სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა (თბილად ჩაცმა და აივანზე გასვლა სუფთა ჰაერზე).
დაიმახსოვრეთ! ცივი ჰაერის შესუნთქვისას მნიშვნელოვნად ძლიერდება სისხლის მომარაგება ბრონქების ლორწოვან გარსზე, აქტიურდება სეკრეტორული ჯირკვლების ფუნქცია, ტენიანდება გამონადენი... განაგრძეთ კითხვა