რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

როდესაც ადამიანი ვენახის გაშენებას და ღვინის დაყენებას გადაწყვეტს, ხშირ შემთხვევაში მისი ცოდნა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერაა სათანადო დონის და ამიტომ, იგი ცდილობს უკეთ გაერკვეს პირველ რიგში იმაში, თუ როგორ გააშენოს ვენახი და როგორ მოუაროს ვაზს. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე იმ ადამიანებისგან, ვისაც ვენახის გაშენება და მეღვინეობა აქვთ გადაწყვეტილი.

ვაზი რა სიღრმეზე უნდა დავრგოთ და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?

ვაზი ირგვება დაახლოებით ისე, რომ 2 საკვირტე უნდა დარჩეს მიწაში, ანუ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ვაზებს შორის დაშორება ჯობია, რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტი აქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავთ. მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.

როდის უყენებენ ვენახს სარებს?

სარები უნდა დაერჭოს გაშენებიდან მესამე წელს, როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სარი რომ დადგება, უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე.

როგორ ირწყვება ვენახი. რამდენჯერ ან როდის?

ძირითადად მხოლოდ ახალშენი ვენახი ირწყვება. ზოგან კი ესეც არაა საჭირო. მაგალითად, სიღნაღის უკანა მხარის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება, მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია, მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს თავიდან სამ დღეში ერთხელ თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში, უფრო ადვილად იხარებს და საქმეც გაადვილდება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი