NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილს ინარჩუნებს

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილს ინარჩუნებს

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილს ინარჩუნებს.

დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 823 376 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 987 479 ხმა.

მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდია (სან ანტონიო) - 630 766 ხმა. "ყველა ვარსკვლავის" მატჩში 2 მცველი და 3 ფორვარდი შეირჩევა, თუმცა წინა წლებისგან განხვავებით, ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულებს აგროვებს, დანარჩენ 50%-ს კი ასოციაციის კალათბურთელებისა და ჟურნალისტების ხმები (25-25%) გადაწყვეტს. ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი.

შარშან ზაზა ფაჩულიას 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი