ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო სასულიერო პირი, რომელიც ხაშურთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ.

როგორც ირკვევა, დაღუპულები არიან მამა ვახტანგი (აბდუშელიშვილი), ირმა აბრამიშვილი და მცირეწლოვანი გოგონა ანი აბრამიშვილი. აბრამიშვილების კიდევ ორი ნათესავი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. სამივე დაღუპული ჭიათურის მაცხოვრებლები იყვნენ.

მამა ვახტანგი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახური იყო და სოფელ ითხვისის ტაძარს წინამძღოლობდა. ფეისბუქის გვერდზე მისი მრევლის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ სასულიერო პირის გარდაცვალების გამო:

"მამა ვახტანგი იყო კარგი სასულიერო პირი, კარგი ოჯახის მეთაური და რაც მთავარია, საუკეთესო ადამიანი, თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, როდესაც სამონაზვნედ კაბა ჩამაცვეს, მამა ვახტანგი იყო თანამწირველი მამა ბართლომესთან ერთად და მანვე იქადაგა ისე, რომ ყველას გაუთბო სული და გული... თავის სამრევლო სოფლებში მამა ვახტანგი გამორჩეულად უყვარდათ ადამიანებს.

დიახ, ამ მეტად მძიმე თუ რთულ ეპოქაში მამა ვახტანგის მსგავსი ადამიანები, მითუმეტეს სასულიერო პირები ცოტანი თუ არიან და უაღრესად სამწუხაროა და სადარდებელია ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე და ჭეშმარიტად ღირსეული სასულიერო პირის გარდაცვალება, თან ასე ცუდუბრალოდ, ავტოავარიაში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მამა ვახტანგის სულს, დააწესოს მართალთა სავანეში და მის მეუღლეს, შვილებს (რომლებიც თაბორზე გავიცანი და ძალიან კარგები არიან) და ყველა ჭირისუფალს მიმადლოს ჭირთათმენის ნიჭი, წყალობა და მშვიდობა, ამინ!" - წერს მამუკა ცუხიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით დაუდგენელია ავარიის გამომწვევი მიზეზი. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი