"სხვის დასახმარებლად წასულს თბილისის ზღვაზე ტაქსი დაეჯახა" - 23 წლის ირაკლი ხუციშვილის გადასარჩენად ჩვენი დახმარებაა საჭირო

"სხვის დასახმარებლად წასულს თბილისის ზღვაზე ტაქსი დაეჯახა" - 23 წლის ირაკლი ხუციშვილის გადასარჩენად ჩვენი დახმარებაა საჭირო

23 წლის ირაკლი ხუციშვილს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება. იგი 3 დეკემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დიდი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა დაარტყა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო.

ირაკლის ქალა-ტვინის ოპერაცია უკვე გაუკეთდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საჭიროა კიდევ რამდენიმე ოპერაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია, ამიტომ საჭიროა საზოგადოების დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ფონდი "სიკეთის კვალი".

"ყოველთვის სხვაზე ზრუნავდა, სხვის დასახმარებლად თავს არ ზოგავდა, ამ უბედურ დღესაც სხვის დასახმარებლად წავიდა თბილისის ზღვაზე და ტაქსი დაეჯახა. გააუბედურა ბიჭი და გაქრა. ხალხის და უფლის იმედად ვართ დარჩენილები, მძიმედ არის ირაკლი ძალიან, კომიდანაც ჯერ არ გამოსულა, ამდენი ვალები დაგვედო და კიდევ უამრავი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი რომ გადარჩეს. დაგვეხმარეთ გთხოვთ თუნდაც ერთი ლარით.

ჩვენი დახმარება სჭირდება მეგობრებო 23 წლის ირაკლი ხუციშვილს რომ გადარჩეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს, მას სახლში ახალგაზრდა ცოლი და 3 წლის შვილი ელოდება.

ტელ : 597 73 66 79 თამარი

( ირაკლის მეუღლე )

მადლობა სიკეთისთვის და მხარდაჭერისთვის .....

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის 0 901 700 177

( ზარის ღირებულება 1 ლარი , კოდი არ სჭირდება პირდაპირ ირეკება ამ ნომერზე მეგობრებო )

ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში ,მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში მოძებნეთ სიკეთის კვალი .

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი : TBCBGE22

GE34TB7319436080100002 GEL

GE78TB7319436180100002 USD

GE08TB7319436180100001 EUR

საქართველოს ბანკი: BAGAGE22

GE10BG0000000667885400 GEL

GE10BG0000000667885400 USD

GE10BG0000000667885400 EUR

მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი

დანიშნულებაში მიუთითეთ ირაკლის გადასარჩენად

საქველმოქმედო ნომერი -- 0 901 700 177

ზარის ღირებულება 1 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ოფისი: 032 2 30 50 23",- ნათვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი