დღეს იესო ქრისტეს წინდაცვეთისა და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღე აღინიშნება

 დღეს იესო ქრისტეს წინდაცვეთისა და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასევე აღინიშნება სამოქალაქო (ძველი სტილით) ახალი წელი.

წმინდა სახარების მიხედვით, 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა და ყრმას, ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც "მაცხოვარს" ნიშნავს.

წმ. ბასილი დიდი კი მე-4 საუკუნეში კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი იყო. იგი 330 წელს კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში დაიბადა. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა: ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად შეირაცხა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი