40 ქვევრი კორპუსის სახურავზე და მარანი, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს

40 ქვევრი კორპუსის სახურავზე და მარანი, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს

ათწლეულების წინ თბილისში იყო შემთხვევები, როდესაც ღვინის მოყვარულმა ადამიანებმა ქვევრები მრავალსართულიანი კორპუსების მაღალ სართულებზე აიტანეს და იქ ღვინოსაც აყენებდნენ. თუმცა, საუბარია ცალკეულ შემთხვევებზე და ეს ყველაფერი ერთი ან მაქსიმუმ ორი ქვევრის ზემოთ არასოდეს წასულა. მაგრამ ის, რაც თბილისში, ვეძისში, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა, შეიძლება დასაჯერებლადაც კი რთული იყოს.

სპეციალობით ექიმებმა, ზურა ნატროშვილმა და ზაზა ნოზაძემ მცირე მარანი და ღვინის ბარ-რესტორანი, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე დააფუძნეს და იქვე, 40-ზე მეტი (!) ქვევრი "ჩაყარეს". ამდენი ქვევრი კორპუსის სახურავზე კი არა, ალბათ ზოგიერთ ჩვეულებრივ მარანშიც კი იშვიათად გვინახავს. მთელი უცნაურობა ისიცაა, რომ ეს ქვევრები და მარანი მთელს ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს და გვარწმუნებს, რომ ღვინისა და მეღვინეობის სიყვარული ადამიანს ხშირად სრულიად წარმოუდგენელ რამესაც კი გააკეთებინებს. გაგრძელება+ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი