"ირწმუნება, რომ სხეული შრამებით აქვს სავსე!" - რა ახალ დეტალებს ამხელს ჟურნალისტი, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლოს ესწრებოდა

"ირწმუნება, რომ სხეული შრამებით აქვს სავსე!" - რა ახალ დეტალებს ამხელს ჟურნალისტი, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლოს ესწრებოდა

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის ბავშვობის შესახებ ახალ დეტალებს ამხელს.

"5 საათი გაგრძელდა ყველაზე უფრო მძიმე წინასასამართლო სხდომა, რაც კი დღემდე მინახავს და მომისმენია. ბრალდებულების აღიარება საზარელ სინამდვილეს შეიცავდა, თუმცა მე ერთ-ერთ უმძიმეს დეტალზე მინდა ვისაუბრო, რომელიც საქმეს არ ეხება.

19 წლის გოგოს მძიმე ისტორია მისი შვილად აყვანიდან იწყება. (ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების მიხედვით) 7 წლისამ გაიგო, რომ მას ბიოლოგიური მშობლები არ ზრდიდნენ.

65 წლის ცოლ-ქმარმა ის 26 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ იშვილეს. ბრალდებული ყვება, რომ გამზრდელებისგან მუდმივად ესმოდა, რომ ის მათ გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა და წუხდნენ, რომ იშვილეს. წუხდნენ იმაზეც, რომ ის ცოცხალია და მათი შვილი მკვდარი. არ მოწონდათ მისი ჩაცმულობა, მუსიკა, რომელსაც ის უსმენდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამუდმებით შეურაცხყოფდნენ.

გოგო ირწმუნება, რომ სხეული შრამებით აქვს სავსე!

ეს ისტორია ნათელი დასტურია იმისა, რომ შვილად აყვანის პროცედურები უმკაცრესად უნდა კონტროლდებოდეს!".

წაიკითხეთ ასევე: "მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. ის ჩემი მსხვერპლია" - ბრალდებული ბექა შენგელია პროცესზე სასტიკ დეტალებს ყვება

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული - გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის

იხილეთ ვიდეო: "ირმა ჩემი ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, ის ჩემი მსხვერპლია"

"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

"თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს... ასევე მის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი" - ადვოკატი ახალ დეტალებს ამხელს

"კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები