უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

20 იანვარს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს.

ამავე მიზეზით კი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს, კერძოდ: მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი