რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"

რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"

საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისკენ მიიმართება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ყოველი მეშვიდე ოჯახი კი ნასესხები ფულით იკვებება.

სტატისტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი ფინანსური კუთხით საკმაოდ მძიმე იყო, მონაცემებიც ასეთივე სიმძიმის იქნება. საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში თუნდაც უმნიშვნელო თანხის დაზოგვის შანსს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არ იძლევა. სპეციალისტები 2017 წლის პირველ ნახევარზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მოსახლეობას წინ "მშიერი თვეები" ელოდება. ამის საბაბს მკვეთრად გაუფასურებული ლარი და გაძვირებული საწვავი იძლევა.

2015 წლის მონაცემებით (შარშანდელი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა), ერთი ადამიანის თვიური შემოსავალი 284,5 ლარს შეადგენდა, ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახისა კი - 1022,3 ლარს. ამავე მონაცემებით, ერთი ოჯახის თვიური ხარჯი - 1004,7, ხოლო ერთი ადამიანის 279,6 ლარია. ამ შემთხვევაში შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მინიმალური სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის გადადებას საერთოდ ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა ზედაპირული გათვლით, მხოლოდ 30%-ს გააჩნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ 2015 წელს ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთ ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა.

ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი