ილია მეორე - დღეს წმინდა სამება ლოცავს ცასა და ქვეყანას

ილია მეორე - დღეს წმინდა სამება ლოცავს ცასა და ქვეყანას

სამების საკათედრო ტაძარში 47-ე საყოველთაო ნათლობა დასრულდა. ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. ილია მეორემ ქადაგებისას ყურადღება დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა. უწმინდესის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი მადლი გადმოვიდა ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მოინათლნენ.

"ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს წმინდა სამება ლოცავს ცასა და ქვეყანას. განსაკუთრებით დიდი მადლი გარდმოვიდა ბავშვებზე და ადამიანებზე, რომლებმაც დღეს მიიღეს ნათლისღება. დღეს ბედნიერია ცა და ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ, სული წმინდა მოვიდეს თქვენზედა და ძალა მაღლისა გფარავდეთ თქვენ. დალოცვილი და ბედნიერი იყავით ჩემი ნათლულები და მათი ოჯახები, მთელი საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა ილია მეორემ.

სამების ტაძარში 47-ე საყოველთაო ნათლობა 18:00 საათზე დაიწყო. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობები გადაეცათ. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი