თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს

თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს. "საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარე კი არა ყველა ასე მუშაობს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია. ვერ ვხვდები ეს ახლა რატომ გახდა ახალი ამბავი", - განუცხადა თამარ ჟვანიამ Allnews.ge-ს.

"მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ, 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ”მედაიტორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.

თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი