ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიის Alpen Pharma წილი სტაბილურად მზარდია. კომპანიამ 2016 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. გაიზარდა მედიკამენტების პორთფელი, რომელიც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებით აკმაყოფილებს პაციენტების ფართო სპექტრსა და სხვადასხვა პროფილის ექიმებს. საქართველოში ფარმაცევტული კომპანიის კლუბში კი, რომელშიც წამყვანი ექიმები არიან გაერთიანებული, უკვე 120 წევრია.
1997 წელს შვეიცარიაში დაარსებული კომპანიის Alpen Pharma-ს წარმომადგენლობა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ეს არის შვეიცარიული ბრენდი, რომელიც საქართველოში 5 უმსხივლეს გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიას ექსკლუზიურად წარმოადგენს.
”საქართველოში Alpen Pharma-ის წარმომადგენლობა დიდ ყურადღებას უთმობს სამედიცინო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, პრაქტიკოს ექიმებს, ფარმაცევტებს და ფარმაცევტული პროდუქტების მომხმარებლებს. აქტიურად უჭერს მხარს კლინიკური კვლევების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას. კომპანია, ასევე, ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზატორია. აღნიშნულ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კომპანიისა და მისი მედიკამენტების პოპულარიზაციისთვის, ასევე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. პრაქტიკული ღონისძიებები სამედიცინო პერსონალისთვის განსაკუთრებით ღირებულია,” - ამბობს Alpen Pharma-ის პროდუქტების მენეჯერი მაია ქვაჩაკიძე.
ქართველი ექიმების განმარტებით, ისინი Alpen Pharma-ის მედიკამენტებს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ.

”ზოგადად, Alpen Pharma-ს ქართულ ფარმაცევტულ სფეროში დიდი როლი აქვს, რადგან მათი პრეპარატები ხარისხიანი და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. მათ მედიკამენტებს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვიყენებ,” - აღნიშნავს ყელ-ყურის ეროვნული ცენტრის საოპერაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი.
”საქართველოში Alpen Pharma-ს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტები მეტად ხარისხიანია. მათ დანიშვნას ყოველთვის კარგი შედეგი აქვს. პაციენტები კმაყოფილები არიან,” - ამბობს პროფესორი სორთმან ჯაფარიძე.
კომპანიამ Alpen Pharma AG , პროფესიული შეკრებების პარალელურად, გადაწყვიტა კლუბის წევრებისთვის ძველით ახალ წელს გასართობი საღამო მოეწყო და კლუბის 120-ვე წევრი კიდევ ერთხელ შეკრიბა.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჟურნალი ”ოჯახის მკურნალიც”, რომელმაც, მოაწყო გათამაშება. ჟურნალი უკვე რამდენიმე თვეა, საქვემოლმოქმედო პროექტს ”ქველმოქმედება მარტივია” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხა გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფონდს, რომელიც ლეიკეიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. თებერვლიდან კი ჟურნალი დაეხმარება ფონდს „სიკეთის კვალი“.