რატომ ყიდიან ამ ნივას 85 000 დოლარად?

რატომ ყიდიან ამ ნივას 85 000 დოლარად?

სანამ უშუალოდ ამ ამბავზე გადავალთ, უნდა გითხრათ, რომ შარშან, რუსულ ტოლიატიში 1980 წელს გამოშვებულ ВАЗ-2121 "ნივას" 55 000 დოლარად ყიდდნენ, მაგრამ ეს თურმე ჟურნალი ყოფილა, ახლა კი კინო...

ეს ავტომობილი ისევ გამოჩნდა განცხადებებში, ოღონდ უკვე 85 000 დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის, რუსეთში ამ ფასად ორი ახალი VW Touareg მოგივა - მართალია, მინიმალური კომპლექტაციით, მაგრამ მაინც.

ცხადია, თვითონ გამყიდველსაც კარგად ესმის, რომ ფასი ძალიან მაღალია, თუმცა ცდილობს ახსნას, რატომ უნდა იყიდოს ვინმემ ეს მანქანა 85 000 დოლარად.

► განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავტომობილი ფაქტობრივად ახალია - მხოლოდ 201 კილომეტრი აქვს გავლილი.

გარდა ამისა, ეს ეგზემპლარი ადრეულია და საექსპორტოდ შეიქმნა. ესეც რომ არ იყოს, კონკრეტულად ეს "ნივა" ფაქტობრივად სამუზეუმოა, რადგან ასეთი კომპლექტაციით და ასეთ მდგომარეობაში ის ერთადერთია რუსეთში. პლუს ამას, მფლობელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მანქანას ჯერ კიდევ აქვს პლომბები და შავი სანომრე ნიშნები. ასეთი ნომრები საბჭოთა კავშირში 1960-დან 1981 წლამდე გაიცემოდა.

► ავტომობილის ძრავა 1,6-ლიტრიანია - 75 ცხენის ძალით  დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი