"ოსკარის" ნომინანტები ცნობილია - "ლა ლა ლენდმა" "ტიტანიკის" რეკორდი გაიმეორა

"ოსკარის" ნომინანტები ცნობილია - "ლა ლა ლენდმა" "ტიტანიკის" რეკორდი გაიმეორა

რამდენიმე წუთის წინ "ოსკარის" რიგით 89-ე ცერემონიალის ნომინანტები დასახელდნენ. დაჯილდოების ლიდერი მიუზიკლი "ლა ლა ლენდი" გახდა, რომელსაც 14 ნომინაცია აქვს. 14 ნომინაციით "ლა ლა ლენდი" გაუთანაბრდა "ოსკარზე" ყველაზე ნომინირებულ ორ ფილმს: "ტიტანიკი" და "ყველაფერი ევას შესახებ".

"ლა ლა ლენდი" ნომინირებულია ყველა მთავარ კატეგორიაში, მათ შორის: საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, ფილმი, საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობი. ამ უკანასკნელ ნომინაციებში ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში აგრეთვე წარდგენილია მელ გიბსონის ფილმი "ჰაქსოს გმირი" და თავად გიბსონს რეჟისურისთვისაც აქვს ნომინაცია.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი არიან: "ღობეები"; "ლომი"; "ფარული ფიგურები", Hell or high water, "ჩამოსვლა" (რომლის რეჟისორი დენი ვილნევიც აგრეთვე ნომინირებულია საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში), "მთვარის შუქი" და "მანჩესტერი ზღვასთან".

კაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული არიან: კეისი აფლეკი (მანჩესტერი ზღვასთან), ენდრიუ გარფილდი (ჰაქსოს გმირი), ვიგო მორტენსენი (კაპიტანი ამერიკა), დენზელ ვაშინგტონი (ღობეები).

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული არიან: იზაბელ იუპერი (ის), რუთ ნეგა (ლავინგი), ნატალი პორტმანი (ჯეკი) და მერილ სტრიპი (ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი).

პირველად "ოსკარის" ისტორიაში ერთ ნომინაციაში სამი შავკანიანი ქალი მოხვდა, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ოლივია სპენსერს, ნუმი ჰარისსა და ვაიოლა დევისს, ნომინანტებში მხარს უმშვენებენ მიშელ უილიამსი და ნიკოლ კიდმანი.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარის" ნომინაციაზე წარდგენილები არიან: მაჰერშალა ალი, ჯეფ ბრიჯისი, ლუკას ჰეჯესი, დევ პატელი, მაიკლ შენონი.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: დენი ვილნევი (ჩამოსვლა); მელ გიბსონი (ჰაქსოს გმირი); კენეთ ლორენგანი (მანჩესტერი ზღვასთან); დამიენ შაზელი (ლა ლა ლენდი); ბარი ჯენკინსი (მთვარის შუქი)