საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი "მასტერი". საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 და 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა", - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი